სევეროდონეცკში ქუჩის ბრძოლებია - ქალაქი ცხედრებით გადაივსო

სევეროდონეცკში ქუჩის ბრძოლებია. ოკუპანტები ქალაქის სიღრმეში შეღწევას ცდილობენ. ინფომაციას ლუგანსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ავრცელებს.
სერგეი გაიდაის თქმით, სევეროდონეცკში კრიტიკული ინფრასტრუქტურა სრულად განადგურებულია, დაზიანებულია საცხოვრებელი ფონდის 90%. მისივე ცნობით, ქალაქი ცხედრებით გადაივსო, გარეთ კი ცხელა, რამაც შესაძლოა, ინფექციის გავრცელება გამოიწვიოს.
ამასთანავე, სევეროდონეცკში დაკარგულია სამი ექიმი, ნაპოვნია მხოლოდ სასწრაფო დახმარების ავტომობილი, რომელიც დაზიანებულია.