პოლიციელებს რეაგირება არ მოუხდენიათ, მხოლოდ დერეფანში ელოდნენ მკვლელთან ჩარჩენილ ბავშვებს - ახალი დეტალები ტეხასის ტრაგედიაზე

30.05.22 11:52
პოლიციელებს რეაგირება არ მოუხდენიათ, მხოლოდ დერეფანში ელოდნენ მკვლელთან ჩარჩენილ ბავშვებს - ახალი დეტალები ტეხასის ტრაგედიაზე

ტეხასის შტატის ერთ-ერთ სკოლაში მომხდარი საზარელი მკვლელობის საქმეში შესაძლოა, პოლიციის პასუხისმგებლობა გამოიკვეთოს. ამ მიმართულებით აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტი  გამოძიებას იწყებს. 

bbc-news- ის ინფორმაციით, საზოგადოების აღშფოთება მას შემდეგ გაიზარდა, რაც  გაირკვა, რომ პოლიციის ოფიცრები დერეფანში ელოდნენ მსროლელთან ჩარჩენილ სკოლის აღსაზრდელებს, მაშინ როდესაც სასოწარკვეთილი მშობლები 911-ში დახმარებას ითხოვდნენ.

ამასთან, მომხდარი ტრაგედიიდან 4 დღის შემდეგ, ქალაქ უვალდეში პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, მეუღლესთან ერთად ჩავიდა და გარდაცვლილთა ოჯახები მოინახულა. ის ასევე შეხვდა გადარჩენილებსაც. ძალიან ემოციური იყო პირველი ლედი ჯილ ბაიდენის რეაქცია, რომრლიც თავადაც მასწავლებელია. ის რიგრიგობით შეეხო თითოეული ბავშვის ფოტოს და ცრემლებს ვერ იკავებდა.

ინცინდენტი მოჰყვა ბაიდენისა და მისი მეუღლის მიერ ადგილობრივ Sacred Heart ეკლესიაში კათოლიკურ მესაზე დასწრებას.  მესის შემდეგ გარეთ გამოსულ ამერიკის პრეზიდენტს მომიტინგეები შეძახილებით დახვდნენ:  "რამე გააკეთე!" "ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ,"-  უპასუხა ჯო ბაიდენმა.

შეგახსენებთ, რომ ტრაგედია ტეხასის ერთ-ერთ სკოლაში 25 მაისს მოხდა. 18 წლის შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი გახსნა, რის შემდეგაც 19 ბავშვი და ორი მასწავლებელი დაიღუპა.