კურსკში, უკრაინა-რუსეთის სასაზღვრო მონაკვეთთან, აგრესორებმა სამხედრო ძალების მობილიზება დაიწყეს

რუსეთმა კურსკის რაიონში, უკრაინის საზღვართან, დიდი რაოდენობით სამხედრო ტექნიკისა და ცოცხალი ძალის მობილიზება დაიწყო, მათ შორის, არტილერისა და სარაკეტო მოწყობილობების. ინფორმაციას კურსკის რაიონის გუბერნატორი, რომან სტაროვოიტი, ავრცელებს.
სტაროვოიტის თქმით, რეგიონში ახლაც ხდება დიდი რაოდენობით რუსეთის თავდაცვის სამინისტროს პირადი შემადგენლობის ჩამოსვლა, რათა თავიდან აიცილონ პროვოკაციები უკრაინის მხრიდან.
ეს ყველაფერი მიმართულია იქითკენ, რომ დავიცვათ კურსკის მაცხოვრებელთა მშვიდობიანი შრომა და ცხოვრება, უზრუნველვყოთ მათი ჯანმრთელობა და ცხოვრება- აცხადებს სტაროვოიტი.
19 მაისს რუსეთის სამხედრო ძალების ხელმძღვანელობამ განაცხად, რომ უკრაინა კურსკის რაიონში რუსეთის წინაღმდეგ პროვოკაციებს და დაბომბვებს ახორციელებს, თუმცა მატერიალური, ან ცოცხალი ძალის დანაკარგის შესახებ ინფორმაცია არ არსებობს.