ოკუპანტებს უკრაინაში მოპარული ხორბალს რუსეთში გადააქვთ

30.05.22 14:38
ოკუპანტებს უკრაინაში მოპარული ხორბალს რუსეთში გადააქვთ

ხერსონის საოკუპაციო ხელისუფლებლება აღიარებს, რომ დაიწყო უკრაინული ხორბლის რუსეთის ფედერაციაში გადაზიდვა. საუბარია ხორბლის შარშანდელ მოსავალზე, რომელიც ხერსონში ინახებოდა.

ინფორმაციას რუსეთის პროპაგანდისტული მედია კოლაბორაციონისტ კირილ სტრემოუსოვზე დაყრდნობით ავრცელებს, რომელიც  ოკუპანტებმა ხერსონის ოლქის ხელმძღვანელად დანიშნეს. 

 სტრემოუსოვი  აცხადებს, რომ ათავისუფლებენ ადგილს ახალი მოსავლის დასაბინავებლად და მარაგს რუსეთზე ყიდიან. მისივე ინფორმაციით, იგეგმება ხორბლის გატანაც რუსეთის ფედერაციაში ზეთის წარმოებისთვის.

 

 

მსგავსი სიახლეები