უკრაინის სამხედრო დახმარება გრძელდება - სლოვენიამ კიევს ჰაუბიცა Zuzana 2 გადასცა

სლოვენიამ უკრაინას 8 თვითმავალი ჰაუბიცა Zuzana 2 გადასცა. ინფორმაციას ქვეყნის თავდაცვის მინისტრი, იაროსლავ ნადი, ადასტურებს.
პირველი ინფორმაცია აღნიშნული ჰაუბიცის უკრაინისთვის გადაცემის მზაობის შესახებ აპრილის თვეში გაჩნდა. სლოვაკეთის ხელისუფლება აცხადებდა, რომ დაიწყო უკრაინელი სამხედროების გადამზადების პროცესი.
ჰაუბიცა Zuzana 2 წარმოადგენს САУ DANA M2-ის გაუმჯობესებულ ვარიანტს.
ის 40 კილომეტრზე ისვრის და შეუძლია, წუთში 5 გასროლა მოახდინოს.
ეს საარტილერიო სისტემა გამოიყენება პოლონეთის, ჩეხეთისა და საქართველოს არმიებში.