ოკუპანტებმა უკრაინაში ფრანგი ჟურნალისტი მოკლეს

30.05.22 16:54
ოკუპანტებმა უკრაინაში ფრანგი ჟურნალისტი მოკლეს

რუსი აგრესორების თავდასხმის შედეგად გარდაიცვალა ფრანგი ჟურნალისტი და სხეულის მძიმე დაზიანება მიიღეს უკრაინელმა სამხედროებმა.

დაჯავშნული ავტომობილი, რომელიც ლუგანსკის ოლქში მოსახლეობის ევაკუაციის მიზნით მიემგზავრებოდა, გზაში რუსი აგრესორების სარაკეტო თავდასხმის ობიექტი გახდა.

კაბინაში მჯდომი ფრანგი ჟურნალისტი, რომელიც მოსახლეობის ევაკუაციაზე მასალას ამზადებდა, თავდასხმის შედეგად ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო უკრაინელი სამხედროები სიკვდილისგან ჩაფხუტმა იხსნა.

ლუგანსკი ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის უფროსის, სეგეი გაიდაის, ინფორმაციით, რუსების მიერ გაშვებული ჭურვი ბრონირებული ავტომობილის საქარე მინას მოხვდა, ჯავშანი გახვრიტა და კაბინაში მსხდომი სამივე პირი დააზიანა, მაგრამ ერთი ადგილზე გარდაიცვალა.

გაიდაის ინფორმაციით, ლუგანსკში საევაკუაციო პროცესი დროებით შეჩერებულია. 

 

   

მსგავსი სიახლეები