"აზოველი" სამხედროები საფრთხეში არიან - დონბასისთითმაქრვია ლიდერი მარიუპოლის მცველებს სიკვდილით ემუქრება
"აზოველი" სამხედროები საფრთხეში არიან. უკვე ორი კვირაა ოკუპირებული დონბასის ტერიტორიაზე მყოფი მარიუპოლის მცველების ბედი უცნობია. ამ ფონზე დონბასის თვითგამოცხადებულმა ლიდერები "აზოველი" ჯარისკაცების სიკვდილით დასჯით იმუქრებიან. თვითგამოცხადებული რესპუბლიკის თვითმარქვია იუსტიიცის მინისტრი, იურის სიროვატკო ამბობს, რომ ტყვედჩავარდნილი ჯარისკაცების გასამართლებას გეგმავენ, მათ შორის კი ათობით პირს სიკვდილის დასჯა ემუქრება.
წინასწარ შემიძლია გითხრათ, რომ დაკავებულებს შორის, არიან ისეთი პირებიც, რომელტა მიმარტაც სასჯელის უმაღლესი ზომა იქნება გამოყენებული. დონბასის სახალხო რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსით ეს სიკვდილის დასჯაა, - აცხადებს სიროვატკო.