ომის შემდგომ განვითარებას ეს რამდენიმე კვირა განსაზღვრავს - აშშ-ს გაერთიანებული შტაბის უფროსი

ომის ბედს მომდევნო რამდენიმე კვირა გადაწყვეტს - უკრაინელი გენერლების მსგავს პროგნოზებს აშშ-ს გაერთიანებული შტაბის უფროსი აკეთებს. მარკ მილის თქმით, რუსეთ-უკრაინის ომში მომდევნო კვირეები გარდამტეხი იქნება, რომელიც აჩვენებს, როგორ განვითარდება მოვლენები.
დონბასში მიმდინარეობს მნიშვნელოვანი ბრძოლები უკრაინულ და რუსულ ძალებს შორის. ეს რამდენიმე კვირა დიდწილად განსაზღვრავს ომის შემდგომ განვითარებას.
დონბასისთვის ბრძოლების შედეგი შეიძლება იყოს პოზიციურ ომზე გადასვლა, ან ერთ-ერთი მხარის გამარჯვება. საუკეთესო გზა სამშვიდობო მოლპარაკებებია ორივე მხარის დანაკარგების გათვალისწინებით. მოლაპარაკება იქნება ლოგიკური არჩევანი, როგორ დამთავრდება ყველაფერი, ეს პრეზიდენტმა ზელენსკიმ და პუტინმა უნდა გადაწყვიტონ, - ამბობს მილი.