ვუახლოვდებით იმ წერტილს, როდესაც რუსეთს იარაღის დაყრა მოუწევს - ზელენსკი

31.05.22 12:43
ვუახლოვდებით იმ წერტილს, როდესაც რუსეთს იარაღის დაყრა მოუწევს - ზელენსკი

ვუახლოვდებით იმ წერტილს, როდესაც რუსეთს იარაღის დაყრა მოუწევს - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა. ვოლოდირ ზელენსკის თქმით, უკრაინული არმია საკუთარ ტერიტორიებს ეტაპობრივად ათავისუფლებს. 

დონბასში ვითარება უკიდურესად მძიმეა. რუსული არმია ცდილობს გარკვეულ რაიონებშ აბსოლუტური ძალები შეკრიბოს, რათა ჩვენს დამცველებზე უფრო და უფრო მეტი ზეწოლა მოახდინოს.  იქ, დონბასში ახლა რუსული არმიის მაქსიმალური ძალაა თავმოყრილი. ოკუპანტების მთავარ სამიზნედ რჩება სევეროდონეცკი. მადლობელი ვარ ყველა ჩვენი დამცველის, ვინც მიუხედავდა ოკუპანტების ტექნიკური და  ზოგჯერ რაოდენობრივი უპირატესობისა, გმირულად იცავს ჩვენს მიწას. რუსულმა ჯარებმა კვლავ დაბომბეს ხარკოვი,  ჩვენი სუმის რაიონის ტერიტორია ასევე დაიბომბა. ბრძოლა ხერსონის რეგიონისთვის გრძელდება. ჩვენ ეტაპობრივად ვათავისუფლებთ ჩვენს მიწას და თანდათან ვუახლოვდებით იმ წერტილს, როდესაც რუსეთს იარაღის დაყრა მოუწევს, - განაცხადა ზელენსკიმ.