უკრაინელმა სამხედროებმა დონბასში ,,ვაგნერის" დაჯგუფება გაანადგურეს

31.05.22 14:52
უკრაინელმა სამხედროებმა დონბასში  ,,ვაგნერის"  დაჯგუფება გაანადგურეს

უკრაინის დამცველებმა დონბასთან ახლოს რუსული კერძო სამხედრო კომპანია  ,,ვაგნერის" წევრები გაანადგურეს. ინფორმაციას უკრაინის უსაფრთხოების სამსახური ადასტურებს.

უკრაინის უსაფრთხეობის სამსახურმა მოიპოვა რუსი სამხედროების სატელეფონიო საუბრის ჩანაწერი, სადაც ,,ვაგნერის" განადგურების გამო შეშფოთებული ოკუპანტები აცხადებენ, რომ უკვე აღარ ღირს ბრძოლაში წასვლა. 

სადაც რამე პუნქტი არის ასაღები, ყველგან შეყარეს ეს ჩვენი უსუსური და მხდალი ჯარისკაცები. და რა გამოვა ამისგან? ისინი ყველა დაიხოცებიან, სპეცრაზმი (ვაგნერი) ამოწყვიტეს უკრაინელებმა, ყველა დაეცა, ახლა კი მხოლოდ უსარგებლო ხალხი დაგვრჩა. ასეთი მძიმე მდგომერეობიდან გამოსავალს ვერ ვხედავ - აცხადებს რუსი სამხედრო მეუღლესთან სატელეფონო საუბარში.

უკრაინის უსაფრთხოების სამსახური მოუწოდებს ოკუპანტებს, რომ გადარჩენის ერთადერთი გზა არის დარეკვა ცხელ ხაზზე 2402 და ტყვედ ჩაბარება.