უკრაინის სახალხო დამცველი თანამდებობიდან გაათავისუფლეს

31.05.22 16:13
უკრაინის სახალხო დამცველი თანამდებობიდან გაათავისუფლეს

უმაღლესმა რადამ უკრაინის საახალხო დამცველი, ლუდმილა დენისოვა, თანამდებობიდან გაათავისუფლა. გადაწყვეტილებას მხარი 234-მა დეპუტატმა დაუჭირა. ინფორმაცია დეპუტატმა იაროსლავ ჟელეზნიაკმა ტელეგრამ არხზე  გაავრცელა.

ცნობისათვის, ლუდმილა დენისოვას რადას დეპუტატები ბრალს დებდნენ, რომ რუსი აგრესორების მხრიდან არასრულწლოვანებისა და მოზარდების გაუპატიურების სენსიტიურ თემაზე მოურიდებლად საუბრობდა.