თუ ათი ათასობით სიცოცხლეს მოითხოვს, ქვეყნის დეოკუპაციას არ ვიჩქარებთ - ზელენსკი

31.05.22 20:10
თუ ათი ათასობით სიცოცხლეს მოითხოვს,  ქვეყნის დეოკუპაციას არ ვიჩქარებთ - ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ არ იჩქარებენ ტერიტორიების დეოკუპაციას, თუკი ის ათი ათასობით სიცოცხლეს მოითხოვს, რამედ, დაელოდებიან საჭირო შეიარაღების შემოტანას. ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ სლოვაკეთის პრეზიდენტთან, ზუზანა ჩაპუტოვასთან, შეხვედრისას განაცხადა. 

ჩვენ არ ვართ მიჯაჭვული დეოკუპაციის ვადის დაჩქარებაზე, ჩვენ მიჯაჭვული ვართ ადამიანებზე, მათს სიცოცხლეზე. თუ ჩვენი ტერიტორიების დეოკუპაცია გამოიწვევს ათი ათასობით ადამიანის სიცოცხლის მოსპობას, მაშინ ვამჯობინებთ შესაბამის იარაღს, რათა მაქსიმალურად შევინარჩუნოთ ჩვენი ხალხის სიცოცხლე.

ეს ტერიტორიები ცოცხალი უკრაინელების გარეშე ჩვენთვის არაა პრიორიტეტული - განაცხადა ზელენსკიმ.

ამასთან ერთად, პრეზიდენტმა ზელენსკიმ განაცხადა, რომ აუცილებლად განახორციელებენ იმ ტერიტორიების დეოკუპაციას, რომელიც ისტორიულად და საერთაშორისო კანონებით მათ ეკუთვნით.