ლუგანსკსა და დონეცკზე იერიშები არ წყდება - ოკუპანტებმა 21 დასახლებული პუნქტი დაბომბეს

ოკუპანტები მთავარი სამიზნე ისევ ლუგანსკის ოლქია. გასული 24 საათის განმავლობაში რუსმა სამხედროებმა სევეროდნეცკი, სლავიანსკი და რაიგოროდოკი დაბომბეს. არიან დაღუპულები და დაშავებულები. ინფორმაციას სოციალურ ქსელში უკრაინის გაერთიანებული ძალების დაჯგუფება ავრცელებს.
სევეროდონეცკსში, სლავიანსკსა და რაიგოროდოკში მტრის საავიაციო, სარაკეტო და საარტილერიო იერიშების შედეგად 4 ადამიანი ემსხვერპლა, მინიმუმ 10 დაშავდა. დაშავებულების და დაღუპულების შესახებ ინფორმაცია ზუსტდება, - ნათქვამია შეტყობინებაში.
31 მაისს საერთო ჯამში ოკუპანტებმა ლუგანსკის და დონეცკის ოლქებში 21 დასახლებული პუნქტი დაბომბეს. იერისები დამპყრობლებმა სევეროდნეცკზე, ბოროვსკოეზე, ლისაჩანსკზე, პრივოლიზე, ნოვოდრუჟსკოეზე, ბოლოგოროვკაზე, ზოლოტოეზე და კიდევ ათამდე ქალაქზე მიიტანეს.