გამოიყენებს თუ არა რუსეთი ატომურ იარაღს - ჯო ბაიდენი რუსეთს აფრთხილებს

01.06.22 10:53
გამოიყენებს თუ არა რუსეთი ატომურ იარაღს - ჯო ბაიდენი რუსეთს აფრთხილებს

აშშ-ში რუსეთის მხრიდან ატომური იარაღის გამოყენების მზაობას ვერ ხედავენ, თუმცა კრემლის რიტორიკას საშიშს უწოდებენ. ჯო ბაიდენის თქმით, ატომური დარტყმა სერიოზულ შედეგებს იქონიებს. ინფორმაციას The New-York Times-ი ავრფცელებს. 

მე ვიცი, რომ მსოფლიოში ბევრი ადამიანი შიშობს, იქნება ი~თუ არა გამოყენებული ატომური იარაღი. ჯერჯერობით ჩვენ ვერ ვხედავთ ვერავითარ ნიშნას, რომ რუსეთი უკრაინაში ატომური იარაღის გამოყენებას გეგმავდეს. ამის მიუხედავად, რუსეთის რიტორიკა, რომელიც დრო და დრო ატომუი იარაღით იმუქრება, თავისთავად საშიში და უპასუხისმგებლოა, - განაცხადა ამერიკის პრეზიდენტმა. 

ბაიდენმა ასევე, ხაზი გაუსვა, რომ აღნინშულ კონფლიქტში ატომური იარაღის გამოყენება აშშ-სა და დარჩენილი მსოფლიოსთვის აბსოლუტურად მიუღებელია და სერიოზულ შედეგებს იქონიებს. 

 

 

მსგავსი სიახლეები