უკრაინაში ომის დაწყებიდან ომის 15 ათასამდე დანაშაული დაფიქსირდა - ირინა ვენედიქტოვა
რუსეთის ომის დანაშაულებებზე უკრაინის გენერალურმა პროკურორმა ირინა ვენედიქტოვამ ჰააგაში ისაუბრა. მისი თქმით, უკრაინაში ომის დაწყების დღიდან 15 ათასამდე სამხედრო დანაშაული გამოვლინდა, 600 ეჭმიტანილი კი უკვე იდენტიფიცრებულია.
უკრაინაში ომის დაწყებიდან ომის 15 ათასამდე დანაშაული დაფიქსირდა. ინდეტიფიცირებულია დაახლოებით 600 ეჭვმიტანილი და სისხლის სამართლებრივი დევნა 80 პირის წინააღმდეგ დაიწყო. ეჭვმიტანილთა სიაში შედიან რუსეთის მაღალი რანგის სამსხედრო პირები, პოლიტიკოსები და პროგანდისტული აგენტები. ომის 15 ათასამდე დანაშაული და რამდენიმე ათასი დონბასის რეგიონში დაფიქსირდა. ომის დანაშაულები მოიცავს ადამიანების შესაძლო იძულებით გადაყვანას რუსეთის სხვადასხვა ნაწილში, წამებას, მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობასა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის განადგურებას, - განაცხადა ირინა ვენედიქტოვამ.