უკრაინული ხორბალი იარაღად არ უნდა გამოიყენოთ - რომის პაპი რუსეთს მიმართავს

01.06.22 14:55
უკრაინული ხორბალი იარაღად არ უნდა გამოიყენოთ  - რომის პაპი რუსეთს მიმართავს

უკრაინული ხორბალი არ უნდა გამოიყენოთ, როგორც იარაღი - რომის პაპმა, ფრანცისკემ, რუსეთის მხრიდან უკრაინული ხორბლის ბლოკადა დაგმო. ინფორმაციას Vatican News ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, რომის პაპმა გამოხატა შეშფოთება უკრაინიდან ხორბლის ექსპორტის შეზღუდვის გამო, რადგან ეს, მისი თქმით,  ღარიბი ქვეყნებისთვის სიცოცხლისა და სიკვდილის საკითხია. 

მოგიწოდებთ, ყველაფერი გააკეთოთ იმისთვის, რომ გადაწყდეს აღნიშნული პრობლემა. გთხოვთ, არ გამოიყენოთ ხორბალი, როგორც იარაღი!

აფრიკულმა კავშირმა უკვე განაცხადა, რომ ბლოკადა კონტინენტზე კრიზისს გამოიწვევს.

რუსული ხომალდები ახდენენ უკრაინული პორტების ბლოკადას, ამით კი ხელს უშლიან ხორბლის ექსპორტს აზოვისა და შავი ზღვებიდან.

უკვე განვაცხადე, რომ მზად ვარ, მოსკოვში შევხვდე რუსეთის პრეზიდენტს, თუმცა, სათანადო რეაგირება პუტინისგან რატომღაც იგვიანებს. - განაცხადა რომის პაპმა.

მაისის დასაწყისში რომის პაპი თავისი მორიგი გამოსვლისას გამოვიდა იდეით, შეარიგოს უკრაინელი და რუსი ხალხი, თუმცა, პრეზიდენტ ზელენსკის სიტყვებით რომ ვთქვათ, უკრაინელებმა ეს იდეა არ მოიწონეს.