ექსკურსია, რომელიც არ შედგება - პერფორმანსი ლვოვში

პერფორმანსი ლვოვში - ქალაქის ცენტრში ომში დაღუპული ბავშვების პატივის მისაგებად სიმბოლურად სკოლის ცარიელი ავტობუსები განალაგეს. ლვოვის მერის, ანდრეი სადოვის, განმარტებით, ავტობუსები ექსკურსიის სიმბოლოა, რომელიც ომში დაღუპული ბაშვებისთვის არასდროს შედგება.
დღეს მოედანზე სკოლის ავტობუსები ცარიელია. 243 ბავშვი ლვოვში ვეღარასდროს ჩამოვა. რუსი ოკუპანტები ბავშვებს, ქალებს და მშვიდობიან მოქალაქეებს კლავენ. მათ თითოეული წართმეული სიცოცხლისთვის პასუხი უნდა აგონ. დღეს მთელი მსოფლიო უნდა გაერთიანდეს, რათა ბოლო მოეღოს ამ საშინელ დანაშაულებებს, - წერს ქალაქის მერი.
აქცია ბავშვთა დაცვის დღესთან და ასევე, სასწავლო წლის დამთავრებასთან დაკავშირებით გაიმართა, როდესაც ბავშები ექსკურსიებზე მიდიან. ავტობუსებში სათამაშოები, ჩანთები და ბეიჯები დევს, რომლებსაც სახელები აწერია.
თუმცა ბავშვები არ არიან. ისინი დაიღუპნენ, მოკლეს. ეს იმ საშინელ ვითარებას ცხადყოფს, რომელშიც ვიმყოფებით, - ამბობს აქციის ორგანიზატორი.
შეგახსენებთ, რომ 31 მაისი მონაცემებით უკრაინაში რუსულ აგრესიას 243 ბავშვი ესმხვერპლა, 446 კი დაშავდა.