რუსები სკოლების დაბომბვას აპირებენ - ბოლო ცნობები დონეცკიდან

02.06.22 10:44
რუსები სკოლების დაბომბვას აპირებენ - ბოლო ცნობები დონეცკიდან

მარიუპოლის მერის მრჩეველი ამბობს, რომ რუსები დონაცკის რეგიონში საგანმანათლებლო დაწესებულებების მორიგი დაბომბვისთვის ემზადებიან.

ინფორმაციას ანდრიუშენკო Telegram არხზე ავრცელებს.

"რუსები, დონეცკის რეგიონში საგანმანათლებლო დაწესებულებების მორიგი დაბომბვისთვის ემზადებიან. ღამით, რუსეთის საჯარო გვერდებზე მასიური ცნობები გავრცელდა დონეცკის რეგიონში „ნაციონალური ბატალიონების საცეცხლე პოზიციების მოწყობის“ შესახებ. კერძოდ, კრამატორსკში - საინჟინრო კოლეჯი, საშუალო სკოლები. სლავიანსკი: საინჟინრო ლიცეუმი. იყავით ფხიზლად. მიიღეთ უსაფრთხოების ყველა ზომა", - წერს პეტრო ანდრიუშენკო. 

უკრაინის გენერალური პროკურორის განცხადებით, ბოლო მონაცემებით, უკრაინაში დაზიანებულია სულ მცირე 1 937 საგანმანათლებლო დაწესებულება, მათგან 181 სრულად განადგურებულია.