ტერიტორიის დათმობა აგრესორს არ გააჩერებს - უკრაინის პრველი ლედი

უკრაინის პირველმა ლედი ABC News-თან ინტერვიუში ამბობს, რომ რუსეთისთვის ტერიტორიის დათმობა "თავისუფლების დათმობა" იქნება და ეს პუტინის შეჭრას არ დაასრულებს.
იმ შემთხვევაშიც, თუ დავთმობთ ჩვენს ტერიტორიებს, ეს აგრესორს არ გააჩერებს, ის გააგრძელებს ზეწოლას და ის გააგრძელებს თავდასხმებს ჩვენს ტერიტორიებზე", - თქვა ოლენა ზელენსკამ.
მისივე თქმით, უკრაინელებს არ შეუძლიათ იმ განცხადებების ნორმალურად მიღება, რომლებსაც დიდი და გავლენიანი სახელმწიფოს ლიდერებისგანაც ესმით.
"ასე უბრალოდ ვერ დათმობ ტერიტორიას, ეს თავისუფლების დათმობასავითაა". განაცხადა ზელენსკამ.