უკრაინასთან ომის დაწყებიდან დღემდე რუსებმა 210 თვითმფრინავი და 30 850 ჯარისკაცი დაკარგეს

02.06.22 12:49
უკრაინასთან ომის დაწყებიდან დღემდე რუსებმა 210 თვითმფრინავი და 30 850 ჯარისკაცი დაკარგეს

უკრაინაში ომის დაწყებიდან დღემდე, 99 დღის განმავლობაში, რუსეთმა დაკარგა 30 850 ჯარისკაცი, 210 საჰაერო ხომალდი და 1363 ტანკი - ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ადასტურებს. 

უფრო დეტალურად რუსეთის დანაკარგების შესახებ:

ჯარისკაცები - 30 850 

ტანკი - 1363

ჯავშანტექნიკა - 3354 
ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა - 207

ჰაერსაწინააღმდეგო სისტემა 95

თვითმფრინავი 210
ვერტმფრენი 175
უპილოტო საფრენი აპარატი 521
ფრთოსანი რაკეტა 120

გემი/კატერი 13
საავტომობილო ტექნიკა და ცისტერნები 2325

სპეცტექნიკა 51

ყველაზე დიდი დანაკარგი რუს ოკუპანტებს ბახმუტის მიმართულებით აქვთ.