რუსმა აგრესორებმა სევეროდონეცკში საავადმყოფო და აზოტის ქარხანა დაბომბეს - ქალაქში ბრძოლები არ წყდება

უკრაინული ქალაქის, სევეროდონეცკის, უმეტესი ნაწილი, დაახლოებით, 70% რუსეთის კონტროლის ქვეშაა, თუმცა ბრძოლა ჯერ კიდევ არ წყდება და მთავარ გზას კიევი აკონტროლებს.
ქუჩის ბრძოლების კადრებით, რომელიც ტელეგრამ არხებზე ვრცელდება, კარგად ჩანს, რომ უკრაინა არ ნებდება. სევეროდონეცკიდან დონეცკის მიმართულებით გამსვლელი ყველა გზა უკრაინას აქვს დახურული. უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ააფეთქეს 2 ხიდი, რომელიც სტრატეგიული მნიშვნელობისააა.
მიზნების მიუღწევლობის გამო რუსმა ოკუპანტებმა მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვა დაიწყეს. მათ სარაკეტო იერიში მიიტანეს ლისიჩანსკის საავადმყოფოსა და სევეროდონეცკის აზოტის ქარხანაზე.
რუსული არმია ცდილობს, გაარღვიოს შეიარაღებული ძალების დაცვა რამდენიმე მიმართულებით. სევეროდონეცკში ბოლო 24 საათის განმავლობაში მათ არანაირი წარმატება არ ჰქონიათ. პირიქით, მტერი ქალაქის რამდენიმე ქუჩიდან განვდევნეთ.
რუსებმა გაანადგურეს მეთანოლის საწყობი სევეროდონეცკის აზოტის ქარხანაში, ლისიჩანსკში საავადმყოფოზე მიიტანეს შეტევა.
მათ არ სჭირდებათ სკოლები, საავადმყოფოები, ქარხნები. ისინი უბრალოდ ანგრევენ და ძარცვავენ ჩვენს რეგიონს. ბოროტება- მათ სხვა მიზანი არ აქვთ - აცხადებე ლუგანსკის ტერიტორიული ადმინისტრაციის უფროსი, სერგეი გაიდაი.