სროლა შტატებში - შეირაღებული თავდასხმას საავადმყოფოში 5 ადამიანი ემსხვერპლა, არიან დაჭრილებიც

ოკლაჰომას შტატის ქალაქ ტულზას ერთ-ერთ საავადმყოფოში სროლის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა. დაჭრილია 10-მდე ადამიანი. შეიარაღებული თავდასხმა შტატებში გუშინ მოხდა.
პოლიციის ინფორმაციით, ასევე მოკლულია ეჭვმიტანილი მსროლელიც.
მის ვინაობას ახლა გამოძიება ადგენს! შტატების პოლიციის ცნობით, თავდამსხმელი ცეცხლსასროლი იარაღით და შაშხანით იყო შეიარაღებული და შენობის მეორე სართულზე მშვდიობიან მოქალაქეებს ცეცხლი მიზანმიმართულად გაუხსნა.
ABC News-თან საუბრისას, პოლიციის კაპიტანმა რიჩარდ მეულენბერგმა თქვა, რომ იმ დროისთვის, როცა ოფიცრები სამედიცინო კამპუსში მივიდნენ საზარელი სანახაობა დახვდათ, სამწუხაროდ, ოთხივე მშვიდობიანი მოქალაქე უკვე გარდაცვლილი დახვდათ.