უკრაინა დე-ფაქტო უკვე გახდა ევროკავშირის წევრი - ვოლოდიმირ ზელენსკი

02.06.22 15:00
უკრაინა დე-ფაქტო უკვე გახდა ევროკავშირის წევრი - ვოლოდიმირ ზელენსკი

ლუქსემბურგის პარლამენტის წინაშე სიტყვით გამოსვლისასა პრეზიდენტმა ზელენსკიმ განაცხადა, რომ ,,უკრაინა დე ფაქტო ევროკავშირის წევრი უკვე არის."

უკრაინა დე ფაქტო უკვე გახდა წევრი ევროკავშირისა. ჩვენ უკვე ვთანამშრომლობთ ევროპასთან ორმხრივ დონეზე, როგორც ევროკავშირის სრულუფლებოვან წევრ ქვეყანას შეესაბამება. უფრო უკეთესად როგორ უნდა დავამტკიცოთ, რომ  ერთმანეთის დაცვა შეგვიძლია? 

იმედს გამოვთქვამ, ლუქსემბურგი მხარს დაუჭერს ივნისში უკრაინისთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას, ხოლო შემდეგში კი ევროკავშირის წევრობას - განაცხადა ზელენსკიმ.

პრეზიდენტმა ზელენსკიმ ლუქსემბურგის პრემიერ-მინისტრი დაპატიჟა კიევში, რათა ადგილზე განიხილონ მომავალი თანამშრომლობის საკითხები.

როგორც ცნობილია, ივნისშის თვეში ევროკავშირი განიხილავს წევრობის შესახებ უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვის განაცხადს.