რუსეთი ისევ იმუქრება - მედვედევი იერიშების მიტანას უკრაინის გადაწყვეტილების მიმღებ ცენტრებზე აანონსებს

03.06.22 12:24
რუსეთი ისევ იმუქრება - მედვედევი იერიშების მიტანას უკრაინის გადაწყვეტილების მიმღებ ცენტრებზე აანონსებს

ომის მე-100 დღეს რუსეთი ისევ იმუქრება. ოკუპანტი ქვეყნის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის  მოადგილე, დიმიტრი მედვედევი ამბობს, რომ თუ უკრიანა აშშ-ს მიერ მიწოდებულ შეიარაღება სგამოიყენებს, რუსეთი იძულებული იქნება იერიშები გადაწყვეტილების მიმღებ ცენტრებზე მიიტანოს,  ეს კი სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს. 

იმ შემთხვევაში თუ ამერიკის მიწოდებული იარაღი და შეიარაღების ეს ტიპები გამოყენებული იქნება რუსეთის ტერიტორიის წინააღმდეგს, ჩვენი ქვეყნის შეიარაღებულ ძალებს არ დარჩება სხვა არჩევანი გადაწყვეტილების მიღების ცენტრებზე იერიშის მიტანის გარდა. ყველასთვის გასაგებია თუ რა ცენტრებია ესენი. ესენია თავდაცვის სამინისტრო, გენერალური შტაბი და ყველაფერი, რაც გნებავთ. თუმცა უჯნდა გვესმოდეს, რომ გადაწყვეტილების საბოლოო ცენტრები ამ შემთხვევაში, სამწუხაროდ, კიევის ტერიტორიაზე არც კი მდებარეობს, ამიტომ ეს უპირობოდ არის საფრთხე, რომელიც უნდა იყოს გათვალისწინებული, - განაცხადა მედვედევმა.