100 დღის განმავლობაში რუსეთმა უკრაინაში ვერცერთ სტრატეგიულ მიზანს ვერ მიაღწია - ბრიტანეთის დაზვერვა

03.06.22 14:30
100 დღის განმავლობაში რუსეთმა უკრაინაში ვერცერთ სტრატეგიულ მიზანს ვერ მიაღწია - ბრიტანეთის დაზვერვა

100 დღის განმავლობაში რუსეთმა უკრაინაში ვერცერთ სტრატეგიულ მიზანს ვერ მიაღწია. ამის შესახებ ბრიტანული დაზვერვა წერს. უწყება აღნიშნავს, რომ ოკუპანტებმა კიევის აღების პირველადი გეგმის განხორციელება ვერ შეძლეს. უკრაინელების მედგარი წინააღმედგობის დამსახურებით მტერმა გოსტომელი აეროდრომი  ვერ გაანადგურა და რუსების შეტევა მოგერიებული იქნა. 

პირველი უშედეგო მცდელობის შემდეგ რუსეთმა ახალი ოპერატიული გეგმა შეიმუშავა და ძალების კონცენტრირება დონბასზე მოახდინა.

რუსეთი დონბასში ტაქტიკურ შედეგს აღწევს. რუსული არმია, როგორც ჩანს, იმპულსს ინარჩუნებს და უკრაინას წინააღმდეგობას უწევს. პუტინის ჯარები ლუგანსკის ოლქის 90%-ს აკონტროლებენ და სავარაუდოა, რომ უახლოეს ორ კვირაშ კონტროლს მთელს ოქლზე დაამყარებენ, - ნათქვამია დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს მიმოხილვაში.  

ამასთან,  რუსეთმა სხვა ფრონტებზე მანევრირება და მოქმედება ვერ შეძლეს, ამიტომ იძულებეული გახდა თავდაცვაზე გადასულიყო.

პირველად გეგმასთან შედარებით, ვერცერთი სტრატგეიული მზიანი მიღწეული ვერ იქნა. იმისთვის, რომ რუსეთის ფედერაციამ რაიმე წარმატებას მიაღწიოს, მუდმივი მსხვილი ინვესტიციები და აღჭურვილობაა  საჭირო, ეს კი ბევრ დროს მოითხოვს, - აღნიშნეს დაზვერვაში. 

 

მსგავსი სიახლეები