ხალხიც, პრეზიდენტიც აქ არის, გამარჯვება ჩვენი იქნება. დიდება უკრაინას - პრეზიდენტ ზელენსკის მიმართვა
რუსეთთან ომის მეასე დღეს უკრაინის პრეზიდენტი მოსახლეობას მიმართავს. ვიდეომიმართვა ჩაწერილია კიევში, ბანკოვის ქუჩაზე, სადაც პრეზიდენტის ოფისი მდებარეობს.
ვიდეომიმართვის ჩაწერის დროს ზელენსკის გვერდით დგანან პრემიერი შმიგალი, მისი ოფისის ხელმძღვანელი, ანდრეი ერმაკი, პრეზიდენტის მრჩეველი მიხაილ პოდოლიაკი და საპარლამენტო ფრაქციის ხელმძღვანელი, დავით არახამია.
...ჩვენი გუნდი გაცილებით დიდია. აქ არიან შეიარაღებული ძალები, რაც მთავარია, ხალხი არის აქ. პრეზიდენტიც აქ არის.
უკრაინას ვიცავთ აგერ უკვე 100 დღეა. გამარჯვება ჩვენი იქნება, დიდება უკრაინას! - განაცხადა პრეზიდენტმა.