ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეექვსე პაკეტი დაამტკიცა
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეექვსე პაკეტი დაამტკიცა, რომელიც რუსული ნავთობის ევროპულ ქვეყნებში 6 თვით, ხოლო ნავთობპროდუქტების 8 თვით იმპორტის აკრძალვას ითვალისწინებს. სანქციები უკვე დამტკიცებულად ითვლება და ძალაში შევიდა- აცხადებენ ევროკავშირის პრესსამსახურში.
სანქციები ითვალსიწინებს რუსული ნავთობისგან ევროპის ეტაპობრივ უარყოფას, აგრეთვე, რუსული უმსხვილესი ბანკების, Сбербанк-ის, Россельхозбанк-ისა და московскии кредитнии́ банк-ის გათიშვას SWIFT-ის სისტემიდან. გარდა ამისა, ევროპის მასსტაბით აიკრძალება სამი უმსხვილესი რუსული სატელევიზიო არხის ტრანსლიაცია: Россия РТР/РТР Планета, Россия 24 და Международный ТВ Центр.
სანქციების მეექვსე პაკეტი აგრეთვე შეიცავს აკრძალვას რუსეთისთვის კონსტალტინგური მომსახურების გაწევაზე, კერძოდ, ევროპელი სპეციალიტები რუსულ კომპანიებს საბუღალტრო, პიარმომსახურებასა და სხვა სახის კონსულტაციებს აღარ გაუწევენ.
ჩვენ ვკრძალავთ რუსული ნავთობის იმპორტს, რაც კრემლს უზარმაზარ მოგებას შეუმცირებს, ასევე, გამოვრთეთ გადახდის საერთშორისო სიტემიდან უმსხვილესი რუსული ბანკები.
ჩვენ შემოგვაქვს სანქციები იმათ წინააღმდეგ, ვინც პასუხისმგებელია ბუჩასა და მარიუპოლში განხორციელებულ მხეცობაზე.
ვკრძალავთ დეზინფორმატორებს, რომლებიც მხარს უჭერენ პუტინის პროპაგანდას - განაცხადა უცხოეთის საქმეებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბორელმა.