რუსეთი ლუგანსკს უტევს - 4 დაღუპულს შორის დედა და ბავშვიც არიან

04.06.22 12:46
რუსეთი ლუგანსკს უტევს - 4 დაღუპულს შორის დედა და ბავშვიც არიან

ლუგანსკის ოლქში რუსი ოკუპანტების მიერ განხორციელებულ იერიშს 4 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა - დაღუპულთა შორის არის დედა და ბავშვი.

ლუგანსკის ოლქის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერგეი გაიდაის ცნობით, სამ ივნისს ქალაქ ზოლოტოეში კიდევ ერთმა ადამიანმა მიიღო სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებები.

მისივე განცხადებით, ასევე გახდა ცნობილი გორსკოეში 3 დღის წინ მოკლული ადამიანის შესახებ.

სევეროდონეცკში ასევე არიან დაჭრილებიც. 

გაიდაის ინფორმაციით, 24 საათის განმავლობაში სევეროდონეცკსა და ლისიჩანსკში, სულ მცირე, 6 მრავალსართულიანი შენობა დაზიანდა, გორსკში - 8 სახლი, ნოვოივანოვკაში - 7, ვრუბოვკაში - 6.