31 050 ჯარისკაცი, 1 376 ტანკი, 3 379 ჯავშანტექნიკა - რუსი ოკუპანტების დანაკარგი 4 ივნისის მონაცემებით
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგის შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს. მონაცემები მოიცავს 24 თებერვლიდან 4 ივნისამდე პერიოდს.
გენშტაბის ცნობით, ოკუპანტების სამხედრო დანაკარგი ასეთია:
ჯარისკაცი - დაახლოებით 31 050;
ტანკი - 1 376;
ჯავშანტექნიკა - 3 379;
საარტილერიო სისტემა - 680;
სარაკეტო სისტემა - 207;
საზენიტო საბრძოლო სისტემა - 95;
თვითმფრინავები - 210;
ვერტმფრენი - 175;
ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი - 540;
საკრუიზო რაკეტები - 122;
საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები - 2 337;
გემი/ნავი/კატარღა - 13;
სპეციალური აღჭურვილობა - 52.