კიევის ოლქში ოკუპანტების მიერ ნაწამები და დახვრეტილი უკრაინელების ცხედრები კვლავ იპოვეს

04.06.22 13:57
კიევის ოლქში ოკუპანტების მიერ ნაწამები და დახვრეტილი უკრაინელების ცხედრები კვლავ იპოვეს

უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კიევის ოლქში კვლავ იპოვეს იმ უკრაინელების ცხედრები, რომლებიც რუსმა ოკუპანტებმა აწამეს და დახვრიტეს. 

უწყების ინფორმაციით, ბოლო მონაცემებით, ექსჰუმაცია ჩაუტარდა 1 300-ზე მეტ ცხედარს. ასევე, ჩატარდა საგამოძიებო მოქმედებები, რის შემდეგაც ცხედრები მორგში გადაასვენეს, სადაც მათ ექსპერტიზა ჩაუტარდა. უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ორასზე მეტი დაღუპულის ინდეტიფიცირება ვერ ხერხდება. 

მსგავსი სიახლეები