ჩერნობილის რაიონში ტყეები იწვის
ჩერნობილის რაიონში ტყეები იწვის, ქარი დედაქალაქისკენ უბერავს, ამიტომ მოსახლოებას ფანჯრების დახურვას ურჩევენ. ხანძრის სავარაუდო მიზეზებზე ჯერჯერობიოთ არ საუბრობენ.
კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს ინფორმაციით, სოფელ როზვაჟევთან 1 ჰექტარი ფართობი იწვის. ტყე იწვის ჩერნობილის ზონაში, სოფელ დიტიატკისთან.
ადგილზე მეხანძრე-მაშველები მუშაობენ, ცეცხლის ჩაქრობის პროცესში ჩართულია სპეციალური ტექნიკა.