ოკუპანტებმა ოდესის ოლქზე სარაკეტო იერიში მიიტანეს

რუსმა ოკუპანტებმა ოდესის ოლქზე სარაკეტო იერიში მიიტანეს. ოდესის საქალაქო საბჭო ოპერატიულ სარდლობის ცნობით, დაშავებულია ორი ადამიანი.
ცნობილია, რომ საოკუპაციო ძალებმა სასოფლო სამეურნეო საწარმოზე მიიტანეს. სარაკეტო დარტყმის შედეგად საწყობებში ცეცხლი გაჩნდა.
ამის პარალელურად ცნობილი ხდება, რომ უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ოდესის ოლქში ზღვის თავზე ერთი ფრთოსანი რაკეტა ჩამოაგდო.
მიკოლაევის ოლქში კი უკრაინელებმა სამი რაკეტა ჩამოაგდეს.