უკრაინაში მრავალსაუკუნოვანი ლავრა დაბომბეს - ეკლესია ცეცხლის ალშია გახვეული

04.06.22 16:41
უკრაინაში მრავალსაუკუნოვანი ლავრა დაბომბეს - ეკლესია ცეცხლის ალშია გახვეული

რუსმა ოკუპანტებმა უკრაინაში მრავალსაუკუნოვანი სვიატოჰირსკის ყოვლადწმინდა ლავრა დაბომბეს. უდიდესი ხის ლავრა დონეცკის ოლქში, რომელიც მე-16 საუკუნეში ააშენეს, ახლა ცეცხლის ალშია გახვეული.

სოციალურ მედიაში ვრცელდება კადრები, სადაც ცეცხლმოკიდებული ეკლესია ჩანს.

უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესია და უკრაინის შეიარაღებული ძალების ოფიცერი აცხადებს, რომ მსხვერპლის შესახებ ჯერჯერობით ინფორმაცია არ ვრცელდება.

პუტინის არმია კვლავ უტევს ქვეყნის აღმოსავლეთს. რუსი სამხედროები სარაკეტო დარტყმებს უკრაინის სამხედრო და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ობიექტებზე ისევ განაგრძოებენ.

მსგავსი სიახლეები