რუსეთმა რეზერვები სევეროდონეცკისკენ გადაისროლა - ოკუპანტები ხიდებს ანადგურებენ

05.06.22 08:17
რუსეთმა რეზერვები სევეროდონეცკისკენ გადაისროლა - ოკუპანტები ხიდებს ანადგურებენ

რუსული არმიის სამიზნე ისევ სევეროდონეცკია. ოკუპანტებმა მთელი რეზერვები სწორედ ამ ქალაქის ასაღებად მიმართეს.  ინფორმაციას ლუგანსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ავრცელებს. 

ადრე ისინი ახერხებდნენ ქალაქის დიდი ნაწილის დაპყრობას, თუმცა ჩვენნმა სამხედროებმა ისინი განდევნეს. რუსებს დიდი დანაკარგები აქვთ, - წერს სერგეი გაიდაი. 

მისივე თქმით, რუსი ოკუპანტები იმ ხიდების განადგურებას ცდილობენ, რომლითაც სევეროდონეცკში უკრაინული არმია მარაგდება. გაიდაის ცნობით, რუსებს უკრაინელი სამხედროების წარმატების ეშინიათ, ამისთვის კი შეიარაღების დროული მიწოდებაა საჭირო. 

ლუგანსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ასევე აღნიშნა, რომ უკრაინა სევეროდონეცკის ნახევარს აკონტროლებს, თუმცა რაიონში რთული ვითარებაა. 

ახლა სევეროდნეცკიდან ხალხის ევაკუაციას ვერ ვახერხებთ, არც ჰუმანიტარული დახმარების ჩატანა შეგვიძლია. ერთადერთი ადგილი, სადაც ჰუმანიტარული ტვირთი  ჩაგვაქვს ლისიჩანსკი და გირსკია. ლისიჩანსკიშიც გვესვრიან, თუმცა ჰუმანიტარული ტვირთი, პროდუქტი და მედიკამენტები მაინც ჩაგვაქვს. შესაძლოა, ხალხის ევაკუაციასაც ვახორციელებდეთ, თუმცა ჩუმად, გახმაურების გარეშე, რადგან რუსული არმია საევაკუაციო ავტობუსებს ესვრის, - თქვა სერგეი გაიდაიმ.