მსოფლიო შიმშილობს, რუსეთის მიერ უკრაინული ხორბლის ბლოკადა ომის დანაშაულია - ჯოზეფ ბორელი

20.06.22 14:32
მსოფლიო შიმშილობს, რუსეთის მიერ უკრაინული ხორბლის ბლოკადა ომის დანაშაულია - ჯოზეფ ბორელი
დანარჩენი მსოფლიო შიმშილობს - საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჟოზეფ ბორელი, რუსეთს უკრაინული ხორბლის ექსპორტის ბლოკირების გამო პასუხისმგებლობას აკისრებს და იმედს გამოთქვამს, რომ გაერო აღნიშნული საკითხის დარეგულირებას შეძლებს.

წარმოუდგენელია, რომ მილიონობით ტონა ხორბალი უკრაინაში, ხაფანგში რჩება და დანარჩენი მსოფლიო შიმშილობს. ეს ნამდვილი ომის დანაშაულია. ვერ წარმომიდგენია, რომ ეს დიდი ხანი გაგრძელდება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს იქნება ის რაღაც, რის გამოც რუსეთმა პასუხისმგებლობა უნდა იკისროს.

იმედს გამოვთქვამ, ვერავინ შეძლებს იმას, რომ საერთაშორისო საზოგადოებაზე ზეწოლა მოახდინოს და საბოლოოდ, გაერო მოახერხებს, რომ უკრაინული ხორბლის ექსპორტზე შეთანხმებას მიაღწიოს. ომის შედეგები უფრო საშიში ხდება არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის. - განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.