1 დაღუპული და 11 დაშავებული - ოკუპანტებმა დონეცკში ტბის სანაპირო დაბომბეს
ოკუპანტებმა დონეცკში ტბის სანაპირო დაბომბეს. იერიშები სავარაუდოდ, კასეტური ბომბებით იქნა მიტანილი. ინფორმაციას დონესკის ოლქსი სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ავრცელებს.
პაველ კირილენკოს ცნობით, დაღუპული 1 და დაშავებულია 11 ადამიანია. დაშავებულებიდან 6 ბავშვია.
6 დაჭრილი ბავშვი - გუშინ ჩასოვოი იარის დაბომბვის შედეგია. რუსებმა იერიშები სანაპირო ზოლოტაია რიბკაზე მიიტანეს, რომელიც ქალაქგარეთ მდებარეობს. წინასწარი ინფორმაციით, გამოყენებული იყო კასეტური ბომბები. იერიშების შედეგად 1 ადამიანი დაუღუპა, 11 კი დაშავდა. ეს ჩვენს მიწაზე რუსების კიდევ ერთი სამხედრო დანაშაულია. ყველაფერს გულდმოდგინედ აღვრიცხავთ, ყველაფერზე მოგიწევთ პასუხისგება!, - ამბობს კირილენკო.