უკრაინელი ფოტოჟურნალისტი მაკსიმ ლევინი რუსებმა სიკვდილით დასაჯეს - RSF

22.06.22 13:38
უკრაინელი ფოტოჟურნალისტი მაკსიმ ლევინი რუსებმა სიკვდილით დასაჯეს - RSF

უკრაინელი ფოტოჟურნალისტი მაქსიმ ლევინი და მისი მეგობარი, უკრაინელი შეიარაღებული ძალების მებრძოლი ალექსეი ჩერნიშოვი,  კიევის მახლობლად მდებარე ტყეში სიკვდილით დასაჯეს.

დასკვა საზარელი ფაქტის შესახებ ორგანიზაციამ „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ [RSF] გამოაქვეყნა. 

ალბათ ლევინი ტყეში წავიდა თავისი დრონის დასაბრუნებლად. იქ ის შენიშნეს მტრის ჯარებმა, რომლებსაც უკვე ტერიტორიის ნაწილი ჰქონდათ დაკავებული. ჟურნალისტი დარწმუნებული იყო, რომ დრონით გადაღებული კადრები უკრაინაში რუსეთის სასტიკი შეჭრის კარგი მტკიცებულება იყო". - ნათქვამია გამოქვეყნებულ დასკვნაში.

ორგანიზაციის ცნობით, სიკვდილით დასჯას შეიძლება წინ უძღოდა დაკითხვა წამებით.

უკრაინის უსაფრთხოების ძალების წევრების თანხლებით, RSF-მ შეძლო დანაშაულის ადგილის დადგენა. 

შემთხვევის ადგილზე RSF-ის სპეციალისტებმა აღმოაჩინეს რამდენიმე ტყვია, ასევე ჩერნიშევის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები და მის მანქანაში 14 ტყვია.

ლითონის დეტექტორებმა აღმოაჩინეს ტყვია, რომელიც სავარაუდოდ ლევინს მოხვდა.

როგორც UNIAN იტყობინება, 1 აპრილს, სოფელ გუტასთან პოლიციამ ფოტორეპორტიორის მაქს ლევინის ცხედარი იპოვა. მანამდე დამპყრობლებმა ფოტოგრაფი იარაღიდან ორი გასროლით მოკლეს.