მსოფლიოს 103 ქვეყანაში ვაქცინაცია წარმატებით მიმდინარეობს
ნიკარაგუაში ვაქცინაცია დაიწყო. პრეპარატის პირველი დოზა ქვეყანამ უკვე მიიღო. ნიკარაგუის ვიცე-პრეზიდენტის თქმით, ახლა მნიშვნელოვანი იყო ვაქცინაციის სწრაფი დაწყება და ამიტომ პირველ ეტაპზე რუსული ,,სპუტნიკი“ გამოიყენეს, მანაგუაში ვაქცინაციის ცენტრებთან გრძელი რიგებია. პირველ რიგში ქრონიკული დაავადებების მქონე მოქალაქეებს ცრიან, იმათ, ვინც რისკ-ჯგუფში არიან.
,,ასტრა ზენეკას" ვაქცინის ერთი მილიონი დოზა მიიღო კენიამ. სპეციალური რეისი ნაირობის აეროპორტში გვიან ღამით დაეშვა. კენიამ ვაქცინა ,,კოვაქს პლატფორმისაგან" მიიღო, იქიდან, საიდანაც ელოდება საქართველო. ,,ყატარის ავიახაზების" სპეციალურ რეისს აეროპორტში ადგილობრივი ხელისუფლების პირველი პირები დახვდნენ და ვაქცინის მიღება იზეიმეს.
ეს არის ისტორიული დღე კენიისთვის - განაცხადა კენიის მინისტრთა კაბინეტის მდივანმა.