რუსმა ოკუპანტებმა კიევი ისევ დაბომბეს - არიან დაშავებულები

26.06.22 10:58
რუსმა ოკუპანტებმა კიევი ისევ დაბომბეს - არიან დაშავებულები

რუსმა ოკუპანტებმა უკრაინის დედაქალაქზე მორიგი სარაკეტო იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც წინასწარი მონაცემებით, მშვიდობიანი მოქალაქეები დაშავდნენ.

უკრაინის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, შეტყობინება შევჩენკოვსკის რაიონში, 9-სართულიან კორპუსში ხანძრის შესახებ მაშველებმა 06:29 საათზე მიიღეს. ცეცხლი 30 კვ. მეტრ ფართობზე იყო გავრცელებული. კორპუსის 7, 8, და 9 სართულები ნაწილობრივ განადგურდა.

აფეთქებების შესახებ კომენტარი გააკეთა კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ. მან თქვა, რომ შევჩენკოვსკის რაიონში დაბომბვისას შესაძლოა, მოქალაქეები დაშავდნენ, რადგან შემთხვევის ადგილზე ექიმები მიდიან. ორი სახლიდან ადამიანების ევაკუაცია მიმდინარეობს.