თავდასხმა კიევზე - ერთ-ერთი რაკეტა საბავშვო ბაღს მოხვდა
კიევში რუსული ჯარების მიერ გასროლილი ერთ-ერთი რაკეტა შევჩენკოს რაიონში საბავშვო ბაღს მოხვდა.
ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელის მრჩეველმა ანტონ გერაშჩენკომ განაცხადა.
საბავშვო ბაღის ეზოში, სათამაშო მოედნის ადგილზე 7 მ დიამეტრის უზარმაზარი ძაბრი გამოჩნდა, ბაღის შენობა დაზიანდა. აფეთქების ტალღამ ყველა მინა და ფანჯრის ჩარჩო ჩამოაგდო.
საბედნიეროდ, დარტყმა დილის 6 საათზე მოხდა. ამ დროს მოედანი ცარიელი იყო. როგორც გერაშჩენკო აღნიშნავს, დღის განმავლობაში აქ ბავშვები შეიძლება ყოფილიყვნენ.