არანაირი კომპრომისი... - უკრაინასა და ლიტვაში G7 -ის სამიტისგან კიევის დაბომბვაზე რეაქციას ითხოვენ

26.06.22 14:44
არანაირი კომპრომისი... - უკრაინასა და ლიტვაში  G7 -ის სამიტისგან  კიევის დაბომბვაზე რეაქციას ითხოვენ

G7-ის სამიტმა უნდა უპასუხოს რუსეთს, კიევის ცინიკური დაბომბვის შემდეგ.

ასეთი მოსაზრება გამოთქვეს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დიმიტრი კულებამ და ლიტვის ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა ლინას ლინკევიჩიუსმა.

"რუსული რაკეტები მოხვდა საცხოვრებელ ადგილებს კიევის ცენტრში. ამიტომაც გერმანიაში, ელმაუს ციხესიმაგრეში G7-ის სამიტს ვეტყვი, რომ რუსეთი დღეს დაავადებაა და შესაბამისად უნდა მოექცნენ. არანაირი კომპრომისი და მოლაპარაკება. უბრალოდ დაბლოკეთ ყველაფერი ომის მანქანამდე“, - აღნიშნა ლიტველმა პოლიტიკოსმა.

ცნობისთვის, გერმანიაში G7-ის სამიტი მიმდინარეობს. შეხვედრის მთავარი თემა უკრაინაში რუსეთის ომი და რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციების დაწესება იქნება.