პირველად 100 წლის განმავლობაში რუსეთმა საგარეო ვალზე დეფოლტი განიცადა

პირველად 100 წლის განმავლობაში რუსეთმა დაგარეო ვალზე დეფოლტი განიცადა. ბოლოს ოკუპანტმა ქვეყანამ თავის უცხოელ კრედიტორებს ვალი 1918 წელს ვერ გადაუხადა. ამის შესახებ ბლუმბერგი იუწყება.
გამოცემი თანახმად, რუსეთის მიერ დეფოლტის გამოცხადება დასავლეთის სანქციებით გამოწვეული კულმინაცია იყო, რომლებმაც მას კრედიტორებისთის თანხის გადახდის გზები გადაუკეტეს.
საპროცენტო გადასახადების საშეღავათო პერიოდი 27 მაისს დასრულდა. აღნიშნული რიცხვის თანხის არგადახდა ავტომატურად დეფოლტად ითვლება.
მარტის დასაწაყისიდან ქვეყნი ევროობლიგაციებით ვაჭრობა პრობლემურია. რუსეთის ცენტრალური ბანკის სავალუტო რეზერვები გაყინულია, მსხვილი ბანკები კი მსოფლიო ფინანსურ სისტემას არის მოწყვეტილი.