პრინც ფილიპს დღეს დაკრძალავენ - ცერემონიას მხოლოდ 30 ადამიანი დაესწრება

გაერთიანებული სამეფოს პრინცს, ფილიპს დღეს დაკრძალავენ.
დაკრძალვის ცერემონია უინძორიების სასახლეში, გაიმართება.კოვიდშეზღუდვების გამო დაკრძალვას 800 ადამიანის ნაცვლად, 30 ადამიანი დაესწრება. უკვე ცნობილია, რომ დაკრძალვაზე არ იქნება პრინც ჰარის მეუღლე, მეგან მარკლი. ორსულ მეგანს ექიმებმა მგზავრობის რეკომენდაცია არ მისცეს. ბუკინგემის სასახლის ცნობით, დაკრძალვის ცერემონიალს პრინცი ჰარი დაესწრება.
დიდი ბრიტანეთის დედოფლის, ელისაბედ მეორის მეუღლე პრინცი ფილიპე 99 წლის ასაკში გარდაიცვალა. პრინცი ფილიპი და ელიზაბეტ მეორე 1947 წელს დაქორწინდნენ.