ექიმების რჩევით, მეგან მარკლი პრინც ფილიპის დაკრძალვაზე დასასწრებად არ გაემგზავრება

11.04.21 14:31
ექიმების რჩევით, მეგან მარკლი პრინც ფილიპის დაკრძალვაზე დასასწრებად არ გაემგზავრება

პრინც ჰარის მეუღლე, მეგან მარკლი პრინც ფილიპის დაკრძალვას არ დაესწრება.ორსულ მეგანს ექიმებმა მგზავრობის რეკომენდაცია არ მისცეს. ბუკინგემის სასახლის ცნობით, დაკრძალვის ცერემონიალს პრინცი ჰარი დაესწრება.

პრინცი ფილიპის დაკრძალვა  შაბათს, 17 აპრილს იქნება. დაკრძალვაზე დასწრებას, კორონავირუსთან დაკავშირებული შეზღუდვების გამო, 30-ზე მეტი ადამიანი ვერ შეძლებს.  დაკრძალვაზე ამ მიზეზით არ იქნება დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონიც. 

პრინცი ფილიპი გუშინ, 9 აპრილს, 99 წლის ასაკში გარდაიცვალა. პრინცი ფილიპი და ელიზაბეტ მეორე 1947 წელს დაქორწინდნენ.

მსგავსი სიახლეები