აშშ-დან უკრაინისთვის Patriot-ის 500 რაკეტის მიწოდება 2030 წლამდე არ დაიწყება - ალექს რაუფოღლუ
ჟურნალისტი ალექს რაუფოღლუ წყაროებზე დაყრდნობით სოციალურ ქსელში წერს, რომ Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემების 500 ერთეული PAC-3 ტიპის რაკეტის უკრაინისთვის გადაცემა 2030 წლამდე მოსალოდნელი არ არის.
მანამდე, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების მიწოდება შესაძლოა რამდენიმე წლის შემდეგ დაიწყოს.
აშშ-მა უკრაინისთვის 500 ერთეული Patriot-ის რაკეტის პოტენციური მიყიდვის შეთანხმება დაამტკიცა - ამის შესახებ ინფორმაცია სახელმწიფო დეპარტამენტმა გაავრცელა.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დამტკიცებული შეთანხმების სავარაუდო ღირებულება 2.1 მილიარდ დოლარს შეადგენს, რომელიც მთლიანად პარტნიორებისა და მოკავშირეების მიერ დაფინანსდება.