რუს ჟურნალისტს ქსენია სობჩაკსა და მის მეუღლეს ლატვიაში შესვლა აეკრძალათ

31.10.26 16:39
რუს ჟურნალისტს ქსენია სობჩაკსა და მის მეუღლეს ლატვიაში შესვლა აეკრძალათ

ლატვიამ რუს ჟურნალისტ ქსენია სობჩაკს და მის მეუღლეს, რეჟისორ კონსტანტინ ბოგომოლოვს ქვეყანაში შესვლა  განუსაზღვრელი ვადით აუკრძალა.

ინფორმაციას ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი ბაიბა ბრაჟე სოციალურ ქსელში ავრცელებს.

„საიმიგრაციო კანონის 104-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები ქსენია სობჩაკი და კონსტანტინ ბოგომოლოვი ლატვიისთვის არასასურველ პირთა სიაში შევიყვანე და მათ ლატვიაში შესვლა განუსაზღვრელი ვადით აეკრძალათ “, - წერს ბრაჟე X-ზე.