მოლდოვის პრეზიდენტი კიევშია - მაია სანდუ რუსების მიერ დანგრეულ ქალაქებს მოინახულებს

27.06.22 13:34
მოლდოვის პრეზიდენტი  კიევშია - მაია სანდუ რუსების მიერ დანგრეულ ქალაქებს მოინახულებს

მოლდოვის პრეზიდენტი  კიევში ჩავიდა. უკრაინელ კოლეგასთან, ვოლოდიმიურ ზელენსკისთან, შეხვედრის შემდეგ მაია სანდუ რუსების მიერ დანგრეული ქალაქების დათვალიერებას გეგმავს. საუბარია ბუჩაზე, ირპენსა და ბოროდიანკაზე. 

უსაფრთხოებიდან გამომდინარე, მოლდოვის პრეზიდენტის კიევში ვიზიტი წინასწარ არ დაანონსებულა. 

შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ მაია სანდუმ აღიარა, რომ მოლდოვას ბრძოლისუნარიანი ჯარი არ ჰყავს. სახლწმიფოს მეთაურმა ხაზი გაუსვა, რომ პროფესინალური და თანამედროვე არმიის შესაქმნელად მოლდოვამ ყველა ძალისხმევა უნდა გამოიყენოს. 

 

მსგავსი სიახლეები