კრემლი დეფოლტს არ აღიარებს

27.06.22 16:35
კრემლი დეფოლტს არ აღიარებს

ქვეყნის საგარეო ვალთან დაკავშირებულ დეფოლტს რუსეთი არ აღიარებს. ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერი დიმიტრი პესკოვი აცხადებს. პესკოვის მტკიცებით, ის ფაქტი, რომ გადახდილმა თანხამ ადრესატამდე ვერ მიაღწია, რუსეთის პრობლემას არ წარმოადგენს.

დეფოლტზე საუბარი,  მოცემულ  შემთხვევაში, აბსოლუტურად არამართებულია, იმიტომ, რომ ჯერ კიდევ მაისში აუცილებელი გადახდა განვახორციელეთ. ის ფაქტი, რომ აღნიშნული თანხის გადაგზავნა შეცერებული იქნა და მიმღებამდე ვერ მივიდა, ჩვენს პრობლემას არ წარმოადგენს. ასე რომ, ამ სიტუაციაში დეფოლტისთვის საფუძველი არ არსებობს,  - განაცხადა პესკოვმა. 

ბლუმბერგის ინფორმაციით, პირველად 100 წლის განმავლობაში რუსეთმა საგარეო ვალზე დეფოლტი განიცადა.გამოცემის ცნობით, რუსეთისთვის საპროცენტო გადასახადების საშეღავათო პერიოდი 27 მაისს დასრულდა. აღნიშნული რიცხვის თანხის არგადახდა ავტომატურად დეფოლტად ითვლება.

 

მსგავსი სიახლეები