ტეხასის შტატში, სატვირთო ავტომობილში 46 ადამიანის ცხედარი ნახეს

ტეხასის შტატში, სატვირთო ავტომობილში 46 ადამიანის ცხედარი იპოვეს. გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპულები მიგრანტები იყვნენ. ინფორმაციას ტელეარხი ABC ავრცელებს.
ფურგონში დაღუპულების გარდა, ცოცხალი ადამიანებიც იმყოფებოდნენ. 16 დაშავებული ჰოსპიტალიზირებულია. აქედან 4 ბავშვია. მათ გადახურების სიმპტომები აღენიშნებოდათ. სან ანტონიოს სახანძრო დეპარტამენტის ხელმძღვანელის ცნობით, მანქანაში წყალი და კონდიცირება არ იყო.
ხელისუფლებამ მომხდარზე გამოძიება უკვე დაიწყო. ტეხასის გუბერნატორმა გრეგგ ებოთმა ინციდენტში აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი დაადანაშაულა. შტატების მეთაური ფიქრობს, რომ აღნიშნული ბაიდენის მიერ საემიგრაციო პოლიტიკის შერბილებამ გამოიწვია.
ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე შტატებში ემიგრანტების ნაკადმა მაქსიმალურ ციფრებს მიაღწია.