უკრაინის ნატოში გაწევრიანების შემთხვევაში რუსეთი მესამე მსოფლიო ომით იმუქრება

გავრცელებული ინფორმაციის ფონზე, რომ უკრაინა შესაძლოა, ნატოში შეიყვანონ, რუსეთი ისევ იმუქრება. გარესოირ ქვეყნის პრემიერი, დიმიტრი მედვედევი ამბობს, რომ ყირიმზე იერიშის ნებისმიეირ მცდელობა მესამე მსოფლიო ომის ტოლფასი იქნება.
უკრაინის ნატოში შესვლა ჩვენთვის საფრთხეს წარმოადგენს. ეს კავშირშია იმასთან, რაზეც პრეზიდენტმა პუტინმა არაერთხელ ისაუბრა. დაურეგულირებელი ტერიტორიული კონფლიქტები და ასევე, რეგიონების სტატუსის სხვადასხვაგვარი აღქმა. ჩვენთვის ყირიმი რუსეთის ნაწილია და ეს სამუდამოა. ყირიმის დაბრუნების ნებისმიერი მცდელობა ჩვენი ქვეყნისთვის ომის გამოცხადებაა და თუ ამას აკეთებს ქვეყანა, რომელიც ნატოს წევრია, ეს მთელ ჩრდილოეთატლანტიკურ ალიანსტან კონფლიქტს ნიშნავს. მესამე მსოფლიო ომი იქნება, ტოტატლური კატასტრაფა, - დაიმუქრა მედვედევმა.